ანა ბუჩუკური: ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული

გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტია ,,საქართველოსათვის” სადამფუძნებლო კონფერენციის გამართვამდე ერთ საათზე მცირე დრო რჩება. ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გახარიას გუნდის წევრმა – ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

,,ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის რა თქმა უნდ არჩევნებში.შემიძლია გითხრათ ამ რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული’’ – ამბობს ბუჩუკური.

ბუჩუკური ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გახარიას ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ გახარიას რეიტინგი დამოუკიდებლად არ აქვს და არც პოლიტიკაში აქვს პერსპექტივა.

,,გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე. რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი.‘’ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა

banner
წინა სტატიაში„ექსპო ჯორჯიაში”ფეხბურთელები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ
შემდეგი სტატია“არ შეგარჩენთ 20 ივნისს” – გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად აქცია იმართება