“ამომრჩევლის მოსყიდვა და დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა” – არასამთავრობოები მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას
არასამთავრობო ორგანიზაციების აფასებენ.
მესამე სექტორი მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობს და ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად საარჩევნო პროცედურის დროს, ამომრჩევლის მოსყიდვას მიიჩნევენ.

მათ შორის, ძირითად დარღვევებს შორის სახელდება დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირების პროცედურის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიაგურის თქმით,მნიშვნელოვანი არსებულ დარღვევებზე გამოძიება დაიწყოს.

„მნიშვნელოვანი დარღვევა უკავშირდება სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას, ესეთი 6 ფაქტი დავაფიქსირეთ სხვადასხვა რეგიონებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული” – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – 38,63%, გრიგოლ ვაშაძე – 37,74%, – ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო