ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

უფრო კონკრეტულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს დედაქალაქში მცხოვრებმა 153 204-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, სალომე ზურაბიშვილს კი 149 044-მა.

ზურაბიშვილისა და ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებელი ცალკეული რაიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე – 7971 ხმა (31,32%); სალომე ზურაბიშვილი – 9573 ხმა (37,62%);

ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 14906 ხმა (29,4%); სალომე ზურაბიშვილი – 18849 ხმა (37,18%);

საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე – 19021 ხმა (30,4%); სალომე ზურაბიშვილი – 23495 ხმა (37,55 %);

კრწანისი – გრიგოლ ვაშაძე – 6689 ხმა (38,27%); სალომე ზურაბიშვილი – 6488 ხმა (37,12%);

ისანი – გრიგოლ ვაშაძე – 16957 ხმა (39,18%); სალომე ზურაბიშვილი – 16856 ხმა (32,02%);

სამგორი – გრიგოლ ვაშაძე – 23826 ხმა (41,95%); სალომე ზურაბიშვილი – 16978 ხმა (29,9%);

ჩუღურეთი – გრიგოლ ვაშაძე – 8914 ხმა (33,56%), სალომე ზურაბიშვილი – 10358 ხმა (38,99%);

დიდუბე – გრიგოლ ვაშაძე – 10370 ხმა (30,98%); სალომე ზურაბიშვილი – 12907 ხმა (38,56%);

ნაძალადევი – გრიგოლ ვაშაძე – 20576 ხმა (36,63%), სალომე ზურაბიშვილი – 18758 ხმა (33,4%);

გლდანი – გრიგოლ ვაშაძე 23974 ხმა (40,07%); სალომე ზურაბიშვილი – 17782 ხმა (29,72%);

banner
წინა სტატიაში“ამომრჩევლის მოსყიდვა და დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა” – არასამთავრობოები მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიათბილისში მტკვარში ავტომობილი გადავარდა