“ამომრჩეველთან გავაუმჯობესებთ ურთიერთობას”- თამარ ჟვანია NDI-ის კვლევის შედეგებით კმაყოფილია

მერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეხმაურება.

თამარ ჟვანია კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 27%-ის აზრით, ცესკო არჩევნებს ძალიან კარგად ჩაატარებს.

ჟვანია ამბობს, რომ ამომრჩეველთა ნდობის კიდევ უფრო გასაზრდელად, უწყება არჩევნებამდე მოსახლეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„ძალიან დაბალია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნეგატივი, ის დაახლოებით 9-10%-ს უტოლდება, რაც ვფიქრობ, რომ პოზიტიური შედეგია და უფრო კარგი გახლავთ ის კითხვა, რომელიც უკავშირდება არჩევნების შედეგისადმი ნდობას, როდესაც ამომრჩეველი ამბობს, რომ საკუთარი თავის მერე პირველი ინსტიტუციები, რომელსაც ის ენდობა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციები და ცენტრალური საარჩევნო კომისია. განწყობა არის ნამდვილად პოზიტიური, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ღონისძიებას განვახორციელებთ და ამომრჩეველთან გავაუმჯობესებთ ურთიერთობას,“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიბოევიკებმა მამაკაცებს რუსების მიერ შექმნილი კორიდორით ალეპოს დატოვება აუკრძალეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი