ბოევიკებმა მამაკაცებს რუსების მიერ შექმნილი კორიდორით ალეპოს დატოვება აუკრძალეს

2დასავლეთ ალეპოში შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა, მამაკაცებს საომარი მოქმედებების ზონის უსაფრთხო კორიდორით დატოვების უფლება არ მისცეს – ქალაქიდან აქტივისტი იტყობინება.
“უსაფრთხო კორიდორით გადიან მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები. 50 წლამდე მამაკაცები, ფაქტობრივად, მძევლები არიან. მათ აკრძალული აქვთ ტერორისტული კვარტლის დატოვება” – ამბობს სირიელი აქტივისტი, რომლის თქმითაც, ბოევიკებს, მამაკაცები, სავარაუდოდ, ან მონებად სჭირდებათ, ან ცოცხალ ფარად.

დღესვე ტელეარხი Al Mayadeen ,საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ტერორისტები ყველას, ვინც ტერიტორიის დატოვებას გაბედავს, ემუქრებიან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთი სირიის ჯართან ერთად, მასშტაბური ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში სამ კორიდორს ამზადებს მშვიდობიანი მოსახლეობის ალეპოდან გამოსაყვანად. კიდევ ერთი კორიდორი განკუთვნილია ისლამისტებისთვის.
სავარაუდოდ, ალეპოში 200-250 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “გირჩის” ახალი კლიპი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
შემდეგი სტატია“ამომრჩეველთან გავაუმჯობესებთ ურთიერთობას”- თამარ ჟვანია NDI-ის კვლევის შედეგებით კმაყოფილია