ნინო ბურჯანაძე: პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი

NDI-ის კვლევის შედეგებზე ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია, კახელი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი. რაც შეეხება სხვა შეფასებას – როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია – ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან უნდა მჭიდრო ურთიერთობა და ამ ფონზე ის განცხადებები, რაც.გაკეთდა, ის ციფრები, რაც დღეს გავრცელდა, როგორც მოგახსენებთ იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ 57 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ძალიან დიდი პროცენტია.

„აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ამ 57 პროცენტში ძალიან ბევრია ჩვენი ამომრჩეველი. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ინტენსიური კამპანია დაწყებული არ გვაქვს. ერთი რამეც უნდა ითქვას – სამწუხაროდ, ჩვენ არ ვშუქდებით ისეთი ინტენსიურობით ტელევიზიების მხრიდან, პრაქტიკულად ჩვენთვის დახურულია მნიშვნელოვანი თოქ-შოუები, ეს გარკვეულწილად გვიშლის ხელს, მაგრამ ამას ყველაფერს გადავლახავთ მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, აქტიურობით“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ამომრჩეველთან გავაუმჯობესებთ ურთიერთობას”- თამარ ჟვანია NDI-ის კვლევის შედეგებით კმაყოფილია
შემდეგი სტატიაBrent-ის ფასი 42 დოლარზე დაბლა დავიდა