Amnesty International – მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, ჩაბუქს წამების საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსზე არ დაკმაყოფილდა

Amnesty International-ის ანგარიშში დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც მოხვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩაბუქს წამების რეალური საფრთხე ემუქრებოდა, საქართველოში მას ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭეს:
„24 მაისს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ჩაბუქს თურქეთის მხარე ბრალს „ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და ფეთჰულა გიულენთან კავშირში დებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩაბუქმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წლის ბოლოსთვის ის ჯერ კიდევ წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩებოდა“, – ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International – მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკარები თბილისის მერის მოადგილეს ხვდებიან