Amnesty International-ის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმე მოხვდა

Amnesty International-ის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმეც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდა.
„2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისათვის, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, დაბრუნება ბრძანა, რითიც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის სავარაუდო ჩარევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს და სასამართლო პროცესი უსამართლოდ შეაფასეს. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა, ვიდრე თავადაც არ განიხილავს საქმეს“, – ნათქვამია ანგარიშში

banner
წინა სტატიაშიბიბლიოთეკარები თბილისის მერის მოადგილეს ხვდებიან
შემდეგი სტატიაAmnesty International – ქორწინების განსაზღვრა და ლგბტ პირთა უფლებები საქართველოში