Amnesty International-ის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რომ მუხთარლის საქმეზე საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

Amnesty International-ის ანგარიშს, სადაც საუბარია მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აფგან მუხთარლის საქმეებზე და სადაც ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმივერ ამუშავდა, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება და ამბობს, რომ ანგარიში ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. “ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რომ საჭიროა პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
“ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში, სადაც მუხთარლის საქმე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი არის კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კომისია, რომელსაც ევროპული საქართველო და საპარლამენტო უმცირესობა გასული წლის ივნისიდან ითხოვს. ვერ გაექცევა “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით“- აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტუღუში : ხელისუფლებამ უნდა მიხედოს პრობლემებს, რომელზეც Amnesty International მიუთითებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა წალენჯიხაში