Amnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს

Amnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდესAmnesty International-ის უფლებადამცველებმა პროსტიტუციასთან დამოკიდებულებაში საკუთარი პოლიტიკის შეცვლას დაუჭირეს მხარი. დღეიდან ორგანიზაცია ფასიანი სექსუალური ასპექტების დეკრიმინალიზაციას მოითხოვს, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს შორის შეთანხმებით ხდება.

რამდენიმე ხნით ადრე, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგიერთების აზრით, შემოთავაზებული ლეგალიზაცია სუტინიორობის ინსტიტუტის და ბორდელების ქონის ტოლფასია.
როგორც გუშინ დუბლინში გამართულ Amnesty International-ის კენჭისყრამ აჩვენა, სადაც ორგანიზაციის 70 ქვეყნის 400 დელეგატი ღებულობდა მონაწილეობას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ეს კრიტიკა უარყო.

დუბლინში მიღებული რეზოლუცია რეკომენდაციას უწევს “სექს-ინდუსტრიის ყველა ასპექტის სრულ დეკრიმინალიზაციას, თუკი მომსახურება ორივე მხარის თანხმობით ხდება”.
Amnesty International-ის წარმომადგენლების თქმით, ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ სექს-ინდუსტრიის მუშაკების უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მათი მუშაობის დეკრიმინალიზაციაა.

Amnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს

“ქალთა ვაჭრობის წინააღმდეგ კოალიცია” თვლის, რომ Amnesty-ს შესაძლებელია მხოლოდ ერთ რამეში დაეთანხმო – არ შეიძლება იმათი დასჯა, ვინც პროსტიტუციით არის დაკავებული. მაგრამ ყიდვა-გაყიდვის ყველა ასპექტის სრული დეკრიმინალიზაციის შედეგი იქნება ის, რომ სუტინიორები ბიზნესმენები გახდებიან.

Amnesty-ს გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი მომენტი გამოიხატება იმაში, რომ ახლა ის ამ მოსაზრებას გაუწევს ლობირებას და შეეცდება ქვეყნების მთავრობები ამ აზრზე დაიყოლიოს.
ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის გეგმამ, სექს-ინდუსტრიაში შემჩნეული ქვეყნებისთვის პასუხისმგებლობის აცილების შესახებ, კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მემარცხენე-ლიბერალურმა გაზეთმა Guardian განაცხადა, რომ Amnesty სერიოზულ შეცდომას უშვებს, როცა პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვისას Amnesty-ს მოქმედებები გააკრიტიკეს ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორიც არის მერილ სტრიპი, ემა ტომპსონი და კეიტ უისლეტი.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა Amnesty-ს მოუწოდა საკუთარ პოზიციებში ცვილებების შეტანამდე კარგად გაიაზროს სამოქმედო გეგმა.

Amnesty გამოდის პრონციპიდან, რომლის მიხედვითაც ზრდასრულ ადამიანებს შორის შეთანხმებული სექსუალური ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს, თუკი, ადგილი არა აქვს ძალადობას, ბავშვებზე დაცინვას ან სხვა კანონდარღვევას.
დეკრიმინალიზაციის მომხრეები ამბობენ, რომ ცვლილება სექს-მუშაკს მოძველებული სტიგმასგან და პოლიციელების შიშისგან გაანთავისუფლებს და საშუალებას მისცემს თავი დაიცვან ძალადობისგან.

Amnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს

გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ პროსტიტუსებს უფლება ექნებათ საკუთარ კლიენტებს მეტი მოსთხოვონ უსაფრთხო სექსის თაობაზე, რომ თვითონ დაცულად იგრძნონ თავი.
დეკრიმინალიზაციას სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციები უჭერენ მხარს, მათ შორის ინდური Durbar, სადაც 65 ათასი ქალია გაერთიანებული.

პროსტიტუციის შემამსუბუქებელი კანონები უკვე მიიღეს გერმანიამ, ახალმა ზელანდიამ და ჰოლანდიამ.
გერმანიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია 2002 წელს მოხდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის იმედი იყო, რომ სექს ინდუსტრია მეტად პროფესიონალური გახდებოდა და პროსტიტუტებს სამედიცინო დაზღვევას და პენსიაზე წვდომას მისცემდა. სხვა სიტყვებით, ეს პროფესია სხვა დანარჩენს გაუთანაბრეს.

ცვლილებების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ დეკრიმინალიზაციას გერმანიაში პროსტიტუტებისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რადგან ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე დარეგისტრირდა.
თუმცა, კრიტიკოსების ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი ის არის, რომ ლიბერალიზაციამ სექს-ინდუსტრიას უბიძგა გაფართოებულიყო, ასევე უბიძგა სამუშაო ვაჭრობას: ცოცხალი საქონლის მომმარაგებლები ცდილობენ გაზრდილ მოთხოვნებს დაეწიონ.

ამასთანავე, უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროსტიტუცია გაიზარდა გერმანიაში, არ არსებობს. ამ საკითხზე ერთ-ერთი აკადემიური კვლევის შედეგით, რომელიც 150 ქვეყანაში ჩატარდა, ამტკიცებენ, რომ ასეთი კავშირი არსებობს.
გერმანული მოდელის მოწინააღმდეგეები ასევე ამბობენ, რომ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ახალგაზრდა ქალები გერმანიაში ქუჩის პროსტიტუტებად სამუშაოდ მოდიან.

გერმანული Der Spiegel წერდა, რომ 2013 წელს მის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ბევრი ასეთი ქალი საკუთარი სურვილით მიდის კიოლნში, თუმცა, საბოლოო ჯამში საშიშ ქსელში ებმებიან, საიდანაც იოლი არ არის თავის დაღწევა.
ქალთა ვაჭრობის წინააღმდეგ კოალიცია თვლის, რომ პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციით მხოლოდ სუტინიორები მოიგებენ.
ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც Amnesty-ს წინადადების წინააღმდეგ მიდიან, ამბობენ, რომ პროსტიტუტების უმრავლესობა არის მსხვერპლი, რომლებიც იძულებული არიან საკუთარი სხეული გაყიდონ იმისთვის, რომ თავი გაიტანონ.

ამსტერდამის “წითელი შუქების კვარტალს” ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

Amnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს

მონათვაჭრობა და პროსტიტუცია განუყოფლად არის ერთმანეთთან კავშირში – ამბობენ ინიციატივის კრიტიკოსები და გამოსავალს “ჩრდილოეთ მოდელში” ხედავენ. საუბარია მიდგომაზე, რომელიც რამდენიმე ჩრდილოეთის ქვეყანაში არსებობს, სადაც პოლიცია კლიენტებს აჯარიმებს, სუტინიორებს კი ციხეში უშვებს, თვითონ პროსტიტუტი კი თავისუფალია ყველანაირი დასჯისგან ან ჯარიმისგან.
სხვა სიტყვებით, პოლიცია ცდილობს სექს-მომსახურებაზე მოთხოვნები შეამციროს.
ასეთი პოლიტიკა მიიღო შვედეთმა 1999 წელს, რომელიც შემდეგ გაიზიარეს ისლანდიამ, კანადამ, ნორვეგიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ.
ევროპარლამენტი ზუსტად ამ მოდელის მიღების რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს.

ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრი იზიარებს ამ რეკომენდაციას, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ამ სფეროში უელსსა და ინგლისში კანონი არ არის მკაცრად განსაზღვრული.

სკეპტიკოსები პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის შემდეგ ინდუსტრიაში ბევრი ადამიანის ჩარევას ვარაუდობენ.
ჩრდილოეთ მოდელსაც ყავს თავისი მოწინააღმდეგეები. დოქტორ ჯეი ლევმა შვედეთის პრაქტიკა გამოიკვლია. მისი თქმით, შვედეთის პოლიციის მონაცემები პროსტიტუტების რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო. უბრალოდ, შვედებმა პროსტიტუცია უკანა პლანზე გადაწიეს, ჩრდილში, რამაც ეს საქმიანობა უფრო სახიფათო გახადა.

დავაში, რომელიც Amnesty International-სა და მის კრიტიკოსებს შორის მიმდინარეობს, ორივე მხარე ამბობს, რომ პროსტიტუტების უფლებებს იცავენ. თუმცა, უდავო ერთი რამ არის – მიდგომები, როგორ მიაღწიონ ამას, მხარეებს სრულიად განსხვავებული აქვთ და შეუძლებელია სხვადასხვა მხარე ერთდროულად მართალი იყოს.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ლინჩმა “ტვინ პიკსის” ახალ სცენარზე ისაუბრა
შემდეგი სტატიააფხაზეთის სოფლებში სკოლები დაიხურება