ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს: რომელია ღატაკი ქვეყნებისთვის მოწოდებული ვაქცინა, რა იცით, რა შემოდის საქართველოში?!

რომელია ღატაკი ქვეყნებისთვის მოწოდებული ვაქცინა, რა იცით, რა შემოდის საქართველოში, მე არ ვიცი და თქვენ რა იცით და აპრიორად რატომ ამბობთ, რომ ღატაკი ქვეყნებისთვის განსაზრვრული ვაქცინა შემოდის ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ მოაწოდებენ საქართველოს იმ ვაქცინას, რომელიც ღატაკი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი“.

მისივე თქმით, საქართველოს იმ პირობით აქცვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა მიეცეს. ასევე, გამყრელიძემ დაასახელა კომპანიები, რომლებთანაც მუშაობენ, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი ვაქცინა.

„საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, რომელსაც ხუთიდან შვიდ ვაქცინამდე ექნება. ეს ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება რეკომენდირებული. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ამ ხუთი თუ შვიდი ვაქცინიდან ექნება არჩევის უფლება. „ფაიზერს“ არ უთქვამს უარი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი“ ვაქცინას არ მისცემს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“, „ასტრაზენეკასთა“, კიდევ სხვა კომპანიებთან, რომ საქართველომ, გარდა „კოვაქს“ ოპლატფორმისა, ასევე პირდაპირ, ბილატერალური მოლაპარაკებებით მიიღოს ვაქცინა. ზუსტი თარიღი არ არსებობს.

ევროპის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ასევე, ვიცით, რომ დამტკიცების ეტაპზეა და ალბათ, იანვრის შუა რიცხვებში დამტკიცდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ასევე, რამდენიმე ვაქცინის განაცხადია გაკეთებული. ჩვენ ყველა ამ კომპანიასთან და კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოებთან ჩვენი ქვეყანა მუშაობს, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი ვაქცინა. „კოვაქს“ პლატფორმით ჩვენ გვაქვს მილიონ ოთხასი ათას დოზაზე ხელშეკრულება გაფორმებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოში. მისივე თქმით, სწორედ მისგან შეიტყო, რომ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას მისცემს დასტურს.

„იცით, დღეს საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე. მას ჰქონდა მაღალი დონის შეხედრები და ხვალ დილით მიემგზავრება უკან. მისი ინფორმაციიდან მოგაწვდით, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მისცემს დასტურს რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, რუსული ვაქცინის მიღება არ განიხილება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ქვეყანაში უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ანტივირუსულ პრეპარატზე მათ შორის „რემდესივირი“