ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამასთა, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიალუიზა ვინტონი : მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე