ამირან გამყრელიძე : რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო , ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს
სხვა სტატიები
- იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა
- ექსკურსიაზე მყოფი რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაშველებმა გამოიყვანეს
- ლაშა კილაძე: ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ოფიციალურად, ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და არასტანდარტული სიახლე
რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო დღეებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია .
„ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ პრობლემა არ შეგვექმნება. შეიმჩნევა დინამიკა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი. ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს ხელმეორედ შემოდგომის, აციების პერიოდში. ჩვენთან რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლოა გრიპთან ერთად მოხდეს კორონავირუსის გააქტიურებაც,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.