პაატა იმნაძე : ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “თუ კარგად მოვიქცევით და დიდი პრობლემები არ შეიქმნება”, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაუმარტივდება.

რაც შეეხება მატარებლით მგზავრობას, მისი განცხადებით, დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.

“რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები, აქედან გამომდინარე, რკინიგზა ამ შემთხვევაში ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო”, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო , ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : კიდევ უფრო ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას და იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას