ამირან გამყრელიძე „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.

გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

„რატომ მოვედი რესპუბლიკურში. ეს არის ჩემი ალმა მატერი, სადაც გავიზარდე, როგორ ექიმი. ძალიან მიყვარს ეს შენობა. აქ ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად, ყველაფერი აქ შევიძინე, ამ საავადმყოფოში და სამივე დოზა აქ გავიკეთე. მაისში ორჯერ გავიკეთე „სინოფარმი“. იცით, რომ გუშინ წინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება ექვს თვეზე ნებისმიერი ვაქცინით, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და აცრილი არიან „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, აცრა შეუძლიათ უკვე სამიდან ექვს თვემდე. ამ რეგულაციას ვიცავ. დღეს გავიკეთე უკვე გავიკეთე „ფაიზერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირველი და მეორე დოზით „სინოფარმის“ 2021 წლის მაისში აიცრა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა