ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, “რუსთავი 2”, ესე იგი “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ- მამუკა მდინარაძე

news
ავტ.: news მარტი 8, 2017 11:05

ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, “რუსთავი 2”, ესე იგი “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ- მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მომხდარს ქართული სასამართლოსთვის გამოწვევას უწოდებს:

„პრეცედენტული ნამდვილად არ არის, აქამდე ამ საქმეს ერქვა ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ და ქართულ სასამართლოში ქიბარ ხალვაშმა მოიგო ეს დავა, ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, “რუსთავი 2”, ესე იგი “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს გამოწვევას ქართული სასამართლოსათვის. აქ უკვე როგორც მოპასუხე მხარე ქართული მხარეა ჩართული და შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობას,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

news
ავტ.: news მარტი 8, 2017 11:05