სტრასბურგის სასამართლო დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე იმსჯელებს

სტრასბურგის სასამართლოში დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გაიმართება. მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საქმე ეხება მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას უცნობია.

„8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას. შემდგომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დიდ პალატაში და ჩვენ დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გვაქვს. დიდი პალატა იმსჯელებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადგენს მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროპის კონვენცია თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი დადგინდება შემდგომ ხელისუფლებას მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება და ასევე სხვა ყველა პოლიტპატიმრის საქმის გადახედვა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ხალხმა კონსტიტუციით თქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია-ხელისუფლებავ, მოუსმინეთ ხალხს!“- თამთა მურადაშვილი
შემდეგი სტატიაამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, “რუსთავი 2”, ესე იგი “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ- მამუკა მდინარაძე