ამერიკულმა Conti International-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება

ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება,- აღნიშნულ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.

როგორც ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „კონტი ჯგუფი“ კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა ,რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია , კონსორციუმს ტოვებდა.

banner
წინა სტატიაში“დამკვირვებლების დაკავება არის მაგალითი, რა მძიმეა ვითარებაა იქ, სადაც ცენტრალური ხელისუფლება უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებს”
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – ვამაყობ, რომ მართლმსაჯულებაში დაბუდებულ მანკიერ სისტემას არაერთი დარტყმა მეც მივაყენე