ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, 22 მაისს აშშ-მა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნებს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აცნობა. ზუსტად ექვსი თვის თავზე აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში.

„ღია ცის შეთანხმება“ 34 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

მაისში შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი – მოერიდეთ ყოველგვარ “ფართებს”, სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით!
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი : ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის