ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, 9 აპრილის მემორიალს და ამ დღეს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, 9 აპრილის მემორიალს და ამ დღეს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

“9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია”, – განაცხადა დანიგანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველომ ამ სიმბოლურ დღეს გადადგა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია – ბრეგაძე