ამერიკელმა პროკურორმა რუსი ოლიგარქების დაკითხვა დაიწყო

რუსეთის საკითხებში ამერიკელმა სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც 2016 წელს ამერიკის არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას იკვლევს, ამერიკაში მყოფი რუსი ოლიგაქრების დაკითხვა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაცია “სიენენმა” გაავრცელა. წყაროს თქმით, ერთ-ერთი რუსი ნიუ-იორკში კერძო თვითმფრინავით დაფრენისთანავე დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს, ამასთანავე, ის გაჩხრიკეს. მსგავსი შემთხვევა სამ ოლიგარქთან დაკავშირებით მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიულერის გუნდი პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების წყაროებს ეძებდა რუსეთის ბიზნეს-ელიტისგან.

აშშ-ში უცხოეთის მოქალაქეებს პოლიტიკურ კამპანიებითვის ფინანსური დახმარება ეკრძალებათ, თუმცა, ამ აკრძალვისთვის გვერდის ავლის რამდენიმე გზა არსებობს – კომპანიაში ან არასამთავრობო ცენტრებში ინვესტირება, რომელთაც საინიციატივო კომიტეტები აქვთ ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე, თანხის ამერიკის მოქალაქეზე გადარიცხვა, რომელიც ფორმალურად ფინანსური დონორი გახდება. მიულერი ორივე სქემას სწავლობს – “სიენენი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა სირიიდან არმიის დაუყოვნებლივ გამოყვანა გადაიფიქრა
შემდეგი სტატიაზუგდიდის პოლიციის უფროსად ყოფილი „ზონდერი“ირაკლი ფაცაცია ინიშნება ? (ვიდეო)