ზუგდიდის პოლიციის უფროსად ყოფილი „ზონდერი“ირაკლი ფაცაცია ინიშნება ? (ვიდეო)

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსად სენაკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია ინიშნება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
თაიმერის“ ინფორმაციით, ირაკლი ფაცაცია 2012 წელს ყაზბეგში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პროვოკატორებს ეძახდა. დღეს ამ პარტიის უკვე ყოფილი წევრები, რომლებიც 6-წლიან უიმედობაზე ხმამაღლა საუბრობენ, აცხადებენ, რომ ფაცაცია იმ დროს „ზონდერობდა“ და  პარტია  “ქართული ოცნების” აქტივისტებს  ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდა.
გთავაზობთ „tv9“-ის ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს ირაკლი ფაცაციას ქმედებები. ფაცაცია, რომელიც გალიდან არის, 2012 წელს ყაზბეგის რაიონში პოლიციის უფროსად მუშაობდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა პროკურორმა რუსი ოლიგარქების დაკითხვა დაიწყო
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სახლების ძარცვის საქმეზე პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა