ამბროლაურის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას .შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. ტრაილერი ჯერ ღობეს, შემდეგ სახლის აივანს დაეჯახა. ტრაილერში მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სახლში მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილია სამი ადამიანი
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე: „ხელისუფლება ვალდებულია, ხალხის საპროტესტო ხმა გაითვალისწინოს!“