“ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს” – მინისტრმა პოლიციელებს მიმართა

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე – ასე მიმართა პოლიციელებს შს მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.

“ძვირფასო პოლიციელებო, კოლეგებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შსს-ს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა გუშინ”, – განაცხადა გახარიამ.

მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო.

“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე და ასევე ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის წინაშე”, – განაცხადა გახარიამ და მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას და ყველა იმ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდება
შემდეგი სტატიავინ არის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო?