“ამ ქვეყანაში სუს-ი კვლავ რჩება პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად”- სალომე სამადაშვილი

“ამ ქვეყანაში სუს-ი კვლავ რჩება პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

ოპოზიციას აინტერესებდა, არსებობს თუ არა გეგმა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ იარაღად არ იყოს გამოყენებული.

„თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ დაფიქსირდა შემთხვევით, როცა სუს-ი აწარმოებს მიყურადებას და თვალთვალს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კონტროლისთვის, ამ ქვეყანაში სუს-ი კვლავ რჩება პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ამაზე მნიშვნელოვანი შეფასებები დაიწერა, მაინტერესებს თუ არსებობს გეგმა, როდის იქნება ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ სუს-ი არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ხდება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მატყუარა მინისტრო შენ”- სუბელიანმა წულუკიანს მატყუარა უწოდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ელენე ხოშტარიას – თქვენ სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყავით და შეხედეთ, ახლა ვისთან ერთად ხართ პარტიაში