ამ კანონპროექტს რუსული არანაირად უნდა ეწოდოს – პესკოვი

რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას კრემლის სპიკერი ეხმაურება – დმიტრი პესკოვი ღიად ამბობს, რომ კანონპროექტს რუსული არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწოდოს.

პესკოვი კვლავ ირწმუნება, რომ ინიციატივა უცხოური აგენტებისგან თავდაცვის პრაქტიკაა, რომელსაც მისი თქმით, არაერთი სახელმწიფო იყენებს.

“ამ კანონპროექტს რუსული არანაირად უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ მაინც, ალბათ, პირველად საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე თვალის დევნება დაიწყო აშშ-მ, რომელმაც, აი, ეს FARA მოიგონა. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც, ეს არანაირად არაა რუსული, ეს არის ნორმალური პრაქტიკა მრავალ სახელმწიფოში, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რათა თავი დაიცვან საგარეო გავლენისგან, პოლიტიკაზე უცხოური გავლენისგან.” – თქვა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიძმებ ჯოხაძეებს სასტიკად გაუსწორდა პოლიცია, ისინი არიან ნაცემები – ადვოკატი
შემდეგი სტატიამე ამ კანონს დავადებ ვეტოს და ეს იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება – ზურაბიშვილი