“ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი”

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხერთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში, მეორეს მხრივ კი საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის,” – განმარტა თეა წულუკიანმა.

”სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი იყო კაცობრიობის წინაშე დანაშაული” – მოსამართლეთა კოლეგიის ეს განცხადება გუშინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი სანდრო გირგვლიანის საფლავზე მივიდა
შემდეგი სტატიაკიდევ 2 გარდაცვლილი – ე.წ. ღორის გრიპის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა