ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ციფრებით და კონკრეტული შედეგებით უნდა ვიხელმძღვანელოთ

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები არ განიხილება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ კონტექსტში საუბრისას პრემიერმა დასძინა, რომ მომავალში ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.

„ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკის მინისტრად და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება