ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობა” ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა

საპარლამენტო უმრავლესობსი წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, დღეს ყველამ ნათლად დაინახა „ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე.

„ჯერ იყო და ბატონი მელია იძახდა, რომ რა გამოწვევაც სახელმწიფოსგაუკეთა, ამისთვის ვერ დააკავებდნენ. ყველამ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულა პირნათლად. შემდეგ იძახდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. ვნახეთ, რომ დიახ, გირაო გადაიხადეს და მიიღო ეს გირაო მან. ამის შემდეგ იძახდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში პარლამენტში არ შემოვიდოდნენ და პირიქით, ვინც შემოვიდა და ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, პრაქტიკულად ატერორებდნენ და აბულინგებდნენ. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ შემოდიან პარლამენტში, თუმცა ისე, რომ ხელს არ აწერენ ბატონი მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ეს არის მათი სახის კიდევ ერთი რეალური ჩვენება, რომ მათ ფსევდო ევროპელობას და ევროატლატიკურ სვლას წერტილი დაესვა.

ნათლად დაინახა ყველამ, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა და მათი მიზანი არა საქართველოს ხვალინდელი დღე, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა, არამედ მათი მიზანი, დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილი და კვლავაც დესტრუქციული რეჟიმი. განცხადებით, რომ პარლამენტში შევლენ და ქუჩის აქციებსაც, ბოიკოტსაც გააგრძელებენ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია.

არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,„ ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება, თუ პარლამენტს გარეთ, მით უფრო მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე. ჩვენ კიდევ მორიგ ჯერზე დავინახეთ, პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ გააჟღერა ის, რომ პარლამენტში შემოვლენ, თუმცა კვლავ რჩებიან დესტრუქციის დღის წესრიგში, რომელიც ალბათ არის ისევ პიკეტირება, არის ინსტიტუციების ნგრევა და ჩამოშლა, მაგრამ მინდა, ვუთხრა ყველას, პირველ რიგში მათ, რომ მათი მხრიდან თუ იქნება დესტრუქცია, თუ დარჩებიან ისევ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგში, სახელმწიფო კვლავ გასცემს ადეკვატურ პასუხს მათ ყველა ნაბიჯზე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “ენკა რინიუებლზ”-ის განცხადება
შემდეგი სტატიათურნავა ნამახვანზე: უცხოელ ინვესტორს მეცენატობას ვერ მოვთხოვთ, მეცენატი ივანიშვილია