“კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს”- წიკლაური

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.
“საქართველოს დევნილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ კავკასიელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს საბოლოო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ახლა ივანიშვილის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადაციის პროცესის დაწყება.

მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და სტრასბურგის სასამართლო არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს.

ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღიად საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანთა წამებაზე, გაქრობაზე, ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილზე.

საქართველოს მთავრობა, რუსეთის მთავრობის წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კადიევს არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის საპყრობილეში და გეგმავს მის გადაცემას, რაც უტყუარად ნიშნავს გარიგებას ივანიშვილსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის. გავრცელებული ცნობებით კადიევის გადაცემას დაუფარავად მოითხოვდა გრიგორი კარასინიც.

მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუშვებლად მიიჩნევს მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა და კოლაბორაციონიზმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან. არ გადასცეთ მიკაილ კადიევი რუსეთს’’ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს