ალიხან სმაილოვი – საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით

საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები – 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს, ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხადა ალიხან სმაილოვმა.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრემიერი – მზაობას ვაცხადებთ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის
შემდეგი სტატიაბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს