ალიანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა აცხადებს, რომ ალიანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. როგორც ანჟეი დუდამ იენს სტოლტენებერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილებები ეხება ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს.

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა. ამიტომ ალიანსი ვალდებულია და მზად არის, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გასაძლიერებლად იქ, სადაც ეს აუცილებელია. დღეს ეს უპირველს ყოვლისა საჭიროა აქ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, და სამხრეთით”, -განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ანჟეი დუდას თქმით, ალიანსი ერთიანია და კავშირის თითოეული წევრის უსაფრთხოება ნატო-სთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ალიანსი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებს სამიტის პირველ დღეს, 8 ივლისს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის პრეს-მდივანი: არანაირი ბრონირებული “ტოიოტა” მიხეილს არ ყავს
შემდეგი სტატიაკვიპროსის პარლამენტმა ანტირუსული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია მიიღო