სააკაშვილის პრეს-მდივანი: არანაირი ბრონირებული “ტოიოტა” მიხეილს არ ყავს

saakashviliოდესის გუბერნატორის, მიხეილ საააკშვილის პრეს-მდივანმა, დარინა ჩუჟმა მხარის ხელმძღვანელის ავტომანქანის გატაცების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა: ” მიხეილს კიევში არ ჰყავს არც სამსახურეობრივი და არც პირადი მანქანა, ჩვენ რამდენიმეჯერ ვისარგებლეთ დაცვის კომპანაია “ვარტას” მომსახურებით, რადგანაც მიხეილი პირადად იცნობს მფლობელს. სააკაშვილის არანაირი ბრონირებული “ტოიოტა” არ ყავს და ის, რომ მისი მანქანა მოიპარეს, სიმართლეს არ შეესაბამება” – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეს-მდივანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცლებული ინფორმაციით, სააკაშვილს ბრონირებლი სამსახრეობრივი მანქანა მოპარეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაალიანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს