“ალიანსი იძულებულია თავდაცვითი სტრატეგია შეიმუშავოს”-ნატო-ს გენერალი რუსეთს პასუხობს

მიუნჰენის კონფერენციაზე დიმიტრი მედვედევის მთავარ გზავნილს ნატო-ს გენერალმა უპასუხა. ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ ალიანსს არ მიაჩნია, რომ მსოფლიო დღეს ცივი ომის პირობებშია და არც სურს ცივი ომი.

ევროპაში შეერთებული შტატების ძალების მეთაურის თქმით, ალიანსის ქმედებები მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს და პირდაპირპროპორციულია რუსეთის ნაბიჯებთან. ბრიდლავი განმარტავს, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთი ცდილობდა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენა და ნათლად აჩვენა, რომ პარტნიორობა არ სურს.

“ალიანსი იძულებულია თავდაცვითი სტრატეგია შეიმუშავოს” – აცხადებს ამერიკელი გენერალი.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკოლუმბიაში ზიკას ვირუსით 5 ათასზე მეტი ფეხმძიმე ქალი დაინფიცირდა