კოლუმბიაში ზიკას ვირუსით 5 ათასზე მეტი ფეხმძიმე ქალი დაინფიცირდა

კოლუმბიაში ზიკას ვირუსით 5 ათასზე მეტი ფეხმძიმე ქალია ინფიცირებული. მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, საშიში ვირუსი ქვეყნის მასშტაბით 31 ათას 500 ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე კვირაში 23 პროცენტით გაიზარდა, ზიკას ვირუსით უკვე 30 ქვეყანაშია დადასტურებული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს წამყვანი 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს.

banner
წინა სტატიაში“ალიანსი იძულებულია თავდაცვითი სტრატეგია შეიმუშავოს”-ნატო-ს გენერალი რუსეთს პასუხობს
შემდეგი სტატია“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტი მარტში ეროვნულ საბჭოს წარედგინება”