ალექსანდრე მოწერელია სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას აქვეყნებს

აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას აქვეყნებს
„მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია რომ ჩემი მეუღლე, ლალი ხუადე ფლობს წილებს შპს “გ.გ.გ”-სა და შპს “ანამო”-ში, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, ასახული არაა ჩემს დეკლარაციაში და შესაბამის დარღვევას წარმოადგენს.
განვმარტავ, რომ ეს ორივე კომპანია უკვე 15 წელია არააქტიურ კომპანიებს წარმოადგენენ და დეკლარაციაში მათი არასახვის ერთადერთი მიზეზია, რომ არც მე და არც ჩემს მეუღლეს მათი არააქტიური სტატუსიდან გამომდინარე მათი არსებობა აღარც გვახსოვდა.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დავაზუსტებ, რომ შპს “გ.გ.გ.” (ს/კ: 215083004) დაფუძნდა 1996 წელს და 2008 წლიდან მოყოლებული კომპანია არააქტიურია, რის შედეგადაც, ჩემს მეუღლეს აღნიშნული კომპანიიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში არავითარი შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება შპს “ანამოს” (ს/კ: 215118780) იგი დაფუძნდა 2002 წელს და ასევე 15 წელზე მეტია რაც აღარ არის აქტიური კომპანია, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის საიტზე მისი ამონაწერიც კი არ მოიპოვება.
აქვე დავამატებდი, რომ მივესალმები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ საჯარო სექტორში ფინანსური გამჭვირვალობისა და კორუფციული რისკების მონიტორინგისათვის გაწეულ ძალისხმევას და მზად ყოფნას გამოვთქვამ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად როგორც საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროსათვის, ისე თავად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსათვის“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ

banner
წინა სტატიაში27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა