ალექსანდრე მოწერელია საზოგადოებას მიმართავს

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 2 ინფიცირებული პირი მკურნალობს. საერთოდ, რეგიონში არის 7 ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება, ხოლო უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს რუხის საავადმყოფო. რაც შეეხება გარემოებას, რომლის დროსაც დაფიქსირდა ინფიცირებული პირის სამ ადამიანთან კონტაქტი, მოსულია ამ უკანასკნელთა ანალიზის პასუხი, რომელიც უარყოფითია, თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება კიდევაც გადამოწმებული.
მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ასე რომ, რისკი მაღალია და, შესაბამისად, გადამოწმებას საჭიროებს.
გამოვლენილია ასე ვთქვათ კონტაქტის-კონტაქტები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, განსაკუთრებით ბატონ ავთო გალდავას, სამხარეო პოლიციის უფროსს და თითოეულ პოლიციელს. მათ ოპერატიულად იმუშავეს და უმოკლეს დროში იქნა დადგენილი ყველა კონტაქტი, ვისთანაც ჰქონდა კავშირი როგორც ინფიცირებულს, ასევე იმ სამ პიროვნებას, რომელთა ანალიზებს ვაგზავნით ხელახალ გამოკვლევაზე. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ არ შევუშალოთ ხელი სამართალდამცავებს, რომლებიც ინფიცირებულის და მისი კონტაქტების გამოვლენას აწარმოებენ.
რაც შეეხება ბაზრებს, სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია. ფოთში ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი ,,უნივერსამი“. ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შესძლო ყველა საჭირო რეკომენდაციის დაცვა, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას. ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის“, – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

banner
წინა სტატიაში(Video) სპორტსმენმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიდეომიმართვა გაავრცელა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ეროვნული ბანკის კალასტერიდან პირების გამოკვლევა პერიოდულად, სიმპტომების მიხედვით ხდება