ალექსანდრე მაისურაძე : შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის რეგიონში სამხედრო კონტინგენტს აძლიერებს. რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ პროექტში – ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად არ საუბრობს ნატოში საქართველოს ელჩი.

თუმცა, ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი საქართველოს გვერდს არ აუვლის.

„ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე სტრატეგიულ განხილვებსა და დისკუსიებში. ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში და იმისდა შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა ფორმატზე და რა თანამშრომლობაზე გავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მოგვიანებით შევძლებთ საუბარს. საქართველო არის შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფო და შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია,“ – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძე.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების გაყალბების საქმე – ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე 200 ხე დაირგო