“ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის ფორმატი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერებთან არ არსებობს”

„ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერებთან პირადი კონტაქტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული, ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, ჩვენ არ გვიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩვენი კოალიციის წევრები იყვნენ სულ რამდენიმე თვის წინ, შევხვდეთ და ვისაუბროთ. მათთან პირადი კონტაქტები არსებობს, მაგრამ ოფიციალური ფორმა როგორც ასეთი პარტიის და მათი თანამშრომლობის, არ არის. სამომავლოდ რა სახე შეიძლება ჰქონდეს მათთან ინდივიდუალური თანამშრომლობის ფორმას, მომავალი გვიჩვენებს. გამორიცხვით თანამშრომლობის რაიმე ფორმას არ გამოვრიცხავ. კონკრეტულად რაიმე პოზიციებზე საუბარი მთავრობაში საუბარი ნამდვილად არ ყოფილა და არ არის ამ ეტაპზე”,- განაცხადა ჟურანლისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: მთავრობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გასატარებელი
შემდეგი სტატია“საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის პირველ რვა თვეში 2,7 % შეადგინა”