ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა. ფოტო ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია პატარა ზომის, BELARUS-152 ტრაქტორზე.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მარგველაშვილის ვიზიტის დროს ლუკაშენკომ მას კარტოფილი აჩუქა. საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.
ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.