ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა. ელისაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ არსებული პრობლემები მხოლოდ მათი ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს.

ელისაშვილი ამბობს,რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

„ვეძებთ ადამიანი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი თავსი საქმის და მეორე ჩვენ ვეძებთ ჩვენს გარშემო კეთილსინდისიერ ადამიანებს. ეს ორად ორი კრიტერიუმია აუცილებელი.

მგონი ყველამ გავიაზრეთ,რომ მესიები არ არსებობენ, არ არსებობენ კეთილი მდიდარი ადამიანები ,რომლებიც ჩვენს მაგივრად მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს,“-განაცხადა ელისაშვილმა

banner
წინა სტატიაშიძაღლმა ავღანეთში ჯარისკაცები გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება