ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2020 13:25

ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური გაერთიანების ფარგლებში საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ადასტურებს.

ელისაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს არსებობს შეთანხმება საერთო ოპოზიციური კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომელშიც თავადაც მოხვდა.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულებულია მოლაპარაკება და უკვე არსებობს შეთანხმება თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაჟორიტარების კანდიდატების სიასთან დაკავშირებით და მათ შორის ჩემი გვარიც იყო ნახსენები. მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“ ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და არა დახურულ კარს მიღმა.

„თუ შეთანხმება მოხდება, ეს შეთანხმება უნდა მოხდეს არა სადღაც დახურულ კარს მიღმა გარიგებების მეშვეობით, არამედ – ღიად, გამჭვირვალედ, სამართლიანად და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის გასაგებად. თუ ვინმეს უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს დაეხმაროს შენარჩუნებაში, მაშინ სწორედ ეს ტაქტიკა არის, რაღაც გაუგებარი ინფორმაციის გავრცელება არარსებულ შეთანხმებებზე“ ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2020 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics