ალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტის დაკითხვა პრობლემას არ წარმოადგენს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას ორი ოფიციალური წერილით მიმართა და მის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერიტიზის დასკვნა, ასევე პროკურატურის შენობაში მისი ყოფნის შესახებ ყველა მასალა გამოითხოვა.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს მესიჯი, რომელშიც ერთ-ერთი პოლიტიკოსი კატეგორიულად მოითხოვს ერთ-ერთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებულის კრიტერიუმების დაცვის გარეშე შეწყალებას.
ელისაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია მან “იმ დღესვე” მიაწოდა პრეზიდენტსაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელსაც.
რაც შეეხება ე.წ. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის დაკითხვა არანაირი პრობლემა არ არის, რადგან იგი კანონის წინაშე ისეთივე თანასწორია, როგორც სხვა მოქალაქეები.
“გვინდა რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. პრეზიდენტის დაკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოაგდენს. ის კი არის მაღალი პასუხიმგებლობის პირი, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ბარამიძე: საჭიროა მაგისტრატი მოსამართლეების შტატების დამატება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება