ალექსანდრე ბარამიძე: საჭიროა მაგისტრატი მოსამართლეების შტატების დამატება

ამ წუთებში პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა იწყება. დეპუტატები მოწმის დაკითხვის ახალ წესს მეორე მოსმენით განიხილავენ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მოწმის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან ნებაყოფლობით მოხდება და ამოღებულია პასუხისმგებლობა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისთვის.

“ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა მაგისტრატი მოსამართლეების შტატების დამატება და ამას ჭირდება გარკვეული დრო. არსი მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ სამართლიანი ბალანსი, მოწმის უფლებებსა და სახელმწიფოს ვალდებულებას შორის, რომ გამოიძიოს დანაშაული,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშინანა კაკაბაძე ელისაშვილისგან კონკრეტული ადამიანების დასახელებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტის დაკითხვა პრობლემას არ წარმოადგენს