ალეკო ელისაშვილი – პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკოსებს სურთ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი შესრულდეს, უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს.

მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს.

„არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე ხოლმე. ოპოზიციონერი ვარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, რომ როგორც პატარა ბავშვებს, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს უნდა დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ამისთვის 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და ზოგ შემთხვევაში ერთად მუშაობაში ცუდი არაფერია და არავის რეპუტაცია არ ზიანდება. ასეთ რაღაცებს რომ ვისმენ, მრცხვენია, რომ ოპოზიციას ასეთი ახსნა-განმარტება სჭირდება. 12 პუნქტი თუ გვინდა შევასრულოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა – საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას აკეთებს
შემდეგი სტატიადღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი გათავისუფლებულია – ზელენსკი