დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი გათავისუფლებულია – ზელენსკი

დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი გათავისუფლებულია – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სოფლები გაანადგურეს და დაანგრიეს:

“დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია”, – წერს ზელენსკი

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე
შემდეგი სტატიალუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის “გენ.პროკურორი” საკუთარ ოფისში, აფეთქების შედეგად დაიღუპა