ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში – ხვიჩია

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არავის აწყობს ასეთი ტიპის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ადამიანების ნაწილს გულს ფხანდეს რაღაც თვალსაზრისით. ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გვაქვს უამრავი სხვა არგუმენტი, ვიდრე მუშტამდე მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზიდან გადაიყვანოს – ფოტიგა
შემდეგი სტატიარამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრათ ჩვენი მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში, ეს ადამიანები გამოვლენ და აუცილებლად წაგაღებინებენ უკან ამ კანონპროექტს – კირკიტაძე