ალეკო ელისაშვილი: ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა

არანაირი ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს ბოდიშის მომხდელი. მექრთამეების სასარგებლოდ მე ჯარიმას არ ვიხდი, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ეკა ბესელიასთან მიმდინარე სასამართლო დავის კომენტირებისას განუცხადა.

”მაინც იმედს დავიტოვებ, რომ მოსამართლე კუჭავა არ აღმოჩნდება სხვების მსგავსი და არ აღმოჩნდება ბესელიას ჯიბეში. დღევანდელი პროცესიდან ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ ალეკო ელისაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ეკა ბესელიას სარჩელი დააკმაყოფილა, საკრებულოს დეპუტატი მის აღსრულებას არ აპირებს.

” ჯერ ერთი არც მაქვს 20 ათასი და მითუმეტეს, ეკა ბესელიასთვის მისაცემი 20 ათასი. საინტერესოა, რომ ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა, ესეც ნიშანდობლივია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ მას და სთხოვდნენ კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ლტოლვილი ბავშვების გადაბირება დაიწყეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ი.კერესელიძე დააკავა