“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ლტოლვილი ბავშვების გადაბირება დაიწყეს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ბავშვი-ლტოლვილების გადაბირება დაიწყეს – The Independent-ი ექსტრემისტების მოწინააღმდეგე ორგანიზაცია Quilliam Foundation-ის მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალგაზრდებთან საუბარში გადამბირებლები, როგორც წესი, ლტოლვილთა ბანაკებში არსებული მძიმე მდგომარეობით სპეკულირებენ და სატყუარად ფულს და კვების პროდუქტებს სთავაზობენ. “ახალგამომცხვარი  ჯიხადისტები, შესაძლებელია გამოიყენონ, როგორც დაჯგუფების რიგითი წევრები ან, გაგზავნილ იქნან სხვა ქვეყნებში ტერაქტების მოსაწყობად” – წერს გამოცემა. “მათი მეთოდები უჩვეულოდ ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ახალგაზრდებზე” – კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნიკიტა მალიკი ამბობს.

banner
წინა სტატიაშიირანმა ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა