ალბათ, მივლინებები იყო უფრო მეტი, აბა, სახლში არავინ წაიღებდა – კალაძე სამივლინებო ხარჯების ზრდაზე

მმართველ გუნდში სამივლინებო ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ. განცხადება დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით,

მან არ იცის ცენტრალურ ხელისუფლებაში, ვინ, რა სამუშაო ვიზიტებში დადის ან რა ხარჯები აქვთ. თუმცა კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ფულს სახლში არავინ წაიღებდა.

“ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ, რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე. ალბათ, მივლინებები იყო უფრო მეტი, აბა, სახლში არავინ წაიღებდა,“ -ამბობს კალაძე.

მამუკა ბახტაძე ძვირადღირებული სასტუმროებით და სამივლინებო ხარჯებით ყველა მისი წინამორბედის რეკორდს ხსნის – პრემიერის ადმინისტრაციამ უცხოეთში ვიზიტებზე 6 თვეში 2 მილიონ 300 ათასი დახარჯა და აქამდე არსებულ მაჩვენებლებს 200 პროცენტით გადააჭარბა. შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ყველა საბიუჯეტო უწყებაში ორი მილიონი ლარით არის გაზრდილი სამივლინებო ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ უფრო მეტს, ჯავშნიან უფრო ძვირად ღირებულ სასტუმროებს და უპირატესობას ანიჭებენ ძვირიან ავიაბილეთებს.

banner
წინა სტატიაშისახლში ვერ ჩავიკეტებით… სახლში არავინ წაიღებდა ფულს – მმართველ გუნდში სამივლინებო ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ
შემდეგი სტატია„ეს უბრალოდ სასაცილო უვიცობაა“ – სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს